Sunday, October 6, 2013

პირველი მოდულის რეფლექსია

      ტრენინგის მე-2 დღე მიიწურა.
      დღე დავიწყეთ სიტუაციური ამოცანის განხილვით. შემდეგ გავეცანით პროექტის პუბლიკაციის აუცილებლობას, მისი შექმნის თემატიკას, ვნახეთ პუბლიკაციების ნიმუშები, შაბლონები. გავეცანით, რა შესაძლებლობას გვთავაზობთ word-ი პუბლიკაციების შექმნისთვის.  დავიწყეთ პუბლიკაციის შექმნა, გავაკეთეთ ,,ჩონჩხი" და შევინახეთ პორტფოლიოში.
      მარტო ამით არ დავკმაყოფილდით!... ვისწავლეთ ბლოგის შექმნა. შევქმენით საკუთარი ბლოგი და გამოვაქვეყნეთ მოდულის რეფლექსია.
     კ ა რ გ ა დ    ვ ი შ რ ო მ ე თ !  

1 comment:

  1. მაკა, მიხარია ისევ ერთად რომ გვიწევს სიახლეებთან შერკინება. იმედი მაქვს,უფრო საინტერესო პროექტების შექმნაში დავეხმარებით ჩვენს პატარა მოსწავლეებს.

    ReplyDelete