Sunday, November 10, 2013

მე-9 დღის რეფლექსია

        დღეს წარმოვადგინეთ ჩვენი პორტფოლიოების საბოლოო პრეზენტაციები, ავტვირთეთ დრაივზე და შემდეგ ბლოგზე.
         ამით დამთავრდა ჩვენი ტრენინგი! ვშორდებით ერთმანეთს კმაყოფილი და სიახლეებით დატვირთული!
          

ჩემი პორტფოლიო

Saturday, November 9, 2013

მე-8 დღის რეფლექსია

     დღეს განვიხილეთ შეფასების სქემები, მივიღეთ რჩევები და ჩავასწორეთ.
     ვემზადებით საბოლოო პრეზენტაციისთვის, ყველა დოკუმენტს ,,გადავაშალაშინებთ", დავახარისხებთ და....  გავალთ ფინალში!

მე-7 დღის რეფლექსია

     დღეს განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები (თვითკმაყოფილების გრძნობა მაქვს, მგონი კარგი გამომივიდა, ნეტავ სხვებიც თუ ასე ფიქრობენ?.. )
     ,,ჩვენ მეგობარ" გზამკვლევში ვნახეთ შეფასების რუბრიკების ნიმუშები და მივიღეთ დავალება, შეგვექმნა მოსწავლის თვითშეფასებისა და შეფასების სქემები/რუბრიკები. ძალიან მომეწონა თვითშეფასების ჩეკლისტი, ღია გაკვეთილი მაქვს დაგეგმილი და აუცილებლად გამოვიყენებ!
       აი ასე! ისწავლე, გამოიყენე!!!

მე-6 დღის რეფლექსია

      დღეს დავწყვილდით და ერთმანეთს პრეზენტაციები გავუზიარეთ. მივიღეთ და გავეცით რჩევები და რეკომენდაციები. ვისწავლეთ, როგორ შევიტანოთ ცვლილებები ბლოგზე ატვირთულ პრეზენტაციებში. ასევე, გავიხსენეთ საქაღალდის დაარქივება მოცულობის დაპატარავების მიზნით და პირიქით, დაარქივებული დოკუმენტის განარქივება.
      გზამკვლევის რესურსების განყოფილებაში გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების ნიმუშებს და დავიწყეთ მუშაობა ჩვენეულ ვერსიაზე.
       მეტი რა გვექნა!...  :)) 

Saturday, November 2, 2013

Sunday, October 13, 2013

ტრენინგის მე-4 დღის რეფლექსია

       დღეს ნაკლებად დავიღალე, მიუხედავად იმისა, რომ სიცხე მაქვს და გრიპის ვირუსებს ვავრცელებ, ალბათ ძალიან საინტერესო იყო და იმიტომ!
       დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, მოსწავლეთა საჭიროებათა ანალიზი, ვნახეთ ნიმუშები. დავიწყეთ ჩვენს პორტფოლიოში შეფასების გეგმის შევსება.  მივიღეთ დავალებები შემდეგი შეხვედრისათვის.
       აი, ასე ვყოჩაღობთ!

ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია

       დღე ნაყოფიერი გამოდგა! ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზანი, განვსაზღვრეთ საგნობრივი სტანდარტები, გავწერეთ ამოცანები. პროექტის გზამკვლევში დავათვალიერეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების ნიმუშები (ვაღიარებ გზამკვლევის ეფექტურობას და უნიკალურობას!) და დავიწყეთ ფიქრი საკუთარი პროექტის კითხვებისთვის. დავიწყეთ მუშაობა ,,googledok"-ში და......
გ ა დ ა ვ ი წ ვ ი თ !

Sunday, October 6, 2013

პირველი მოდულის რეფლექსია

      ტრენინგის მე-2 დღე მიიწურა.
      დღე დავიწყეთ სიტუაციური ამოცანის განხილვით. შემდეგ გავეცანით პროექტის პუბლიკაციის აუცილებლობას, მისი შექმნის თემატიკას, ვნახეთ პუბლიკაციების ნიმუშები, შაბლონები. გავეცანით, რა შესაძლებლობას გვთავაზობთ word-ი პუბლიკაციების შექმნისთვის.  დავიწყეთ პუბლიკაციის შექმნა, გავაკეთეთ ,,ჩონჩხი" და შევინახეთ პორტფოლიოში.
      მარტო ამით არ დავკმაყოფილდით!... ვისწავლეთ ბლოგის შექმნა. შევქმენით საკუთარი ბლოგი და გამოვაქვეყნეთ მოდულის რეფლექსია.
     კ ა რ გ ა დ    ვ ი შ რ ო მ ე თ !