Sunday, November 10, 2013

მე-9 დღის რეფლექსია

        დღეს წარმოვადგინეთ ჩვენი პორტფოლიოების საბოლოო პრეზენტაციები, ავტვირთეთ დრაივზე და შემდეგ ბლოგზე.
         ამით დამთავრდა ჩვენი ტრენინგი! ვშორდებით ერთმანეთს კმაყოფილი და სიახლეებით დატვირთული!
          

ჩემი პორტფოლიო

Saturday, November 9, 2013

მე-8 დღის რეფლექსია

     დღეს განვიხილეთ შეფასების სქემები, მივიღეთ რჩევები და ჩავასწორეთ.
     ვემზადებით საბოლოო პრეზენტაციისთვის, ყველა დოკუმენტს ,,გადავაშალაშინებთ", დავახარისხებთ და....  გავალთ ფინალში!

მე-7 დღის რეფლექსია

     დღეს განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები (თვითკმაყოფილების გრძნობა მაქვს, მგონი კარგი გამომივიდა, ნეტავ სხვებიც თუ ასე ფიქრობენ?.. )
     ,,ჩვენ მეგობარ" გზამკვლევში ვნახეთ შეფასების რუბრიკების ნიმუშები და მივიღეთ დავალება, შეგვექმნა მოსწავლის თვითშეფასებისა და შეფასების სქემები/რუბრიკები. ძალიან მომეწონა თვითშეფასების ჩეკლისტი, ღია გაკვეთილი მაქვს დაგეგმილი და აუცილებლად გამოვიყენებ!
       აი ასე! ისწავლე, გამოიყენე!!!

მე-6 დღის რეფლექსია

      დღეს დავწყვილდით და ერთმანეთს პრეზენტაციები გავუზიარეთ. მივიღეთ და გავეცით რჩევები და რეკომენდაციები. ვისწავლეთ, როგორ შევიტანოთ ცვლილებები ბლოგზე ატვირთულ პრეზენტაციებში. ასევე, გავიხსენეთ საქაღალდის დაარქივება მოცულობის დაპატარავების მიზნით და პირიქით, დაარქივებული დოკუმენტის განარქივება.
      გზამკვლევის რესურსების განყოფილებაში გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების ნიმუშებს და დავიწყეთ მუშაობა ჩვენეულ ვერსიაზე.
       მეტი რა გვექნა!...  :)) 

Saturday, November 2, 2013